Tuesday, December 18, 2012

სასწავლო პროექტი


1) პროექტის სახელწოდება: რა სიყვარული აკავშირებდა ალექსანდრე გრიბოედოვს საქართველოსთან?



2) პროექტის მთავარი იდეა (თემა): -მოსწავლეები ბაეცნობიან გრიბოედოვის მოღვაწეობას. მის დამოკიდებულებას საქართველოსთან. ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ღვთაებრივ სიყვარულს. ქართველ და რუს რომანტიკოსების ლიტერარურულ სალონებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა.



3) პროექტის აქტუალობა - პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ეჩვევიან ინტერნეტით ინფორმაციის მოპოვებას. ნინოსა და ალექსანდრეს სიყვარული. ცნობების მოპოვება ქართული ლიტერატურიდან და ამონარიდების გაკეთება. რასაც შემდეგ თარგმნიან რუსულ ენაზე და იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.



4) პროექტის მიზანი - ინტერნეტით მასალის მოძიება და დალაგება.

5) მოსწავლეთა ასაკი.-13-14წელი.

6) ვადა/ხანგრძლივობა - ერთი კვირა.

7) მოსალოდნელი შედეგი.-მოსწავლეები ინტერნეტში ეძებენ ინფორმაციას ნინოსა  და ალექსანდრეს სიყვარულის შესახებ. ნინოსადმი მიძღვნილ ლექსებს,  ცნობილ ნახატებს, ამონარიდებს. ეცნობიან ჭავჭავაძეების ლიტერატურულ სალონს. იმ ეპოქის რომანტიკოსებს. საქართველოსა და რუსეთს შორის კულტურულ ურთიერთობებს. 



შემდეგ თარგმნიან შესაბამისად რუსულიდა ქართულზე ან პირიქიდ, რაც ეხმარება, მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ყოველივე ეს ანვითარებს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს.



8) პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები.-კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, ფურცლები და სხვ.

9) პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა (1)-ჩვენს მიერ შერჩეულ თემას ვწერ დაფაზე. შემდეგ ვყოფ  კლასს  2 ჯგუფად, ჯგუფი ირჩევს ლიდერს, რომელიც ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებზე.

აქტივობა (2)-ჯგუფებს ეძლევათ დავალება. მოიძიონ ინფორმაცია გრიბოედოვის და  ნინოს სიყვარულის შესახებ. ნინოსადმი მიძღვნილ ლექსებს, სურათებს, ამონარიდებს.



აქტივობა (3)-მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას  ალექსანდრე გრიბოედოვის ბიოგრაფიაზე, მის ნაწარმოებზე. მის დიპლომატიურ კარიერაზე.



აქტივობა (4)-მოსწავლეები თავად გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და აფასებენ ერთმანეთს ერთობლივად გამოავლენენ გამარჯვებულ გუნდს. გამარჯვებულად ჩაითვლება ის ჯგუფი, რომელსაც ექნება მეტი ინფორმაცია, კარგი გაფორმება და ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩათულლი მუშაობის პროცესში, პრეზენტაციის დროს.



აქტივობა (5)- პრეზენტაციის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ რუსულად წერის, საუბრის, მეტყველების  უნარ-ჩვევა. ასეთი სახის მუშაობა მოახდენს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

10) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ინტეგრირებულია სხვა საგნებთან; ქართულთან, ისტორიასთან, ხელოვნებასთან, გეოგრაფიასთან.

მიზანი მიღწეულია - 
  • თუ ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად.
  • ნათლად ჩანს ლიდერის როლი.
  • აქვთ  ამომწურავი პასუხი
  • მუშაობაში ჩართულია ყველა ჯგუფის წევრი
  • თანამშრომლობენ მასწავლებელთან.

11) პროექტის ხელმღვანელი (მასწავლებელი): ნატო გორდელაძე

12) ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gordeladzenato@gmail.com

No comments:

Post a Comment